ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი | ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ქართველი ითამაშებს, გორდეზიანი პაოკ-ის განაცხადშია #1TVSPORT
ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი | ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ქართველი ითამაშებს, გორდეზიანი პაოკ-ის განაცხადშია #1TVSPORT

ევროტურნირებზე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები დასრულდა და ცნობილი გახდა, რომელი ქართველი ფეხბურთელები ითამაშებენ ჯგუფურ ეტაპზე.

ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი, ჩემპიონთა ლიგაზე იქნება, სამ-სამი ქართველი ევროპისა და კონსფერენს ლიგაზე ითამაშებს. მათ შორისაა 21 წლის ვასილიოს გორდეზიანი, რომელიც საბერძნეთშია გაზრდილი და სალონიკის პაოკ-ის მოთამაშეა, რამაზ სვანაძემ კი იგი გიბრალტარსა და მოლდოვასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის (6 და 12 სექტემბერს) საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა.

ვასილიოს გორდეზიანი

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა ამსტერდამის „აიაქსი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე გადავიდა. ის ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ (4:1, 0:1) განაცხადში არ ყოფილა, მაგრამ ამსტერდამელები ევროპის ლიგის ჯგუფის მატჩებამდე დაიმატებენ.

ჩემპიონთა ლიგა

ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია)

დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია)

გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი (ორივე – „შახტარი“, უკრაინა)

ევროპის ლიგა

ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია)

გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები)

ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

კონფერენს ლიგა

გურამ კაშია, ჯაბა კანკავა („სლოვანი“, სლოვაკეთი)

ვასილიოს გორდეზიანი (პაოკ-ი, საბერძნეთი)