ევროტურნირები | თემურ ქეცბაია – მთავარია, რომ „დინამომ“ გასვლითი მატჩი მოიგო #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა კონფერენსლიგის კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე ლუქსემბურგში „მონდორფის“ დამარცხებასთან დაკავშირებით 2:1.
„პირველი მატჩი იოლი არასოდესაა. შეხვედრა ძალიან ცუდ პირობებში ჩავატარეთ, სიცხის გარდა, ხელის შემშლელი იყო მინდორიც, რომელიც არ იყო ისეთ მდგომარეობაში, კარგი ფეხბურთი რომ გეთამაშა.
მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დაწყებიდან მალე ორი გოლი გავიტანეთ და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. ამავეს თამაშის ხარისხზე ვერ ვიტყვი, მაგრამ პირველი მატჩი იყო და მთავარია, რომ მოვიგეთ. ერთ კვირაში საპასუხო შეხვედრა თბილისშია და იმედია, ამ საქმეს ბოლომდე მოვიყვანთ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.
„დინამო თბილისი“ ლუქსემბურგულ გუნდს 16 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ უმასპინძლებს.