ევროთასი | გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ფრანკფურტი“ დაამარცხა #1TVSPORT

23:47, 21.10.2026

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკალათბურთო ევროთასზე მეოთხე მატჩი გამართა და მესამე მოიგო. ესპანელები გერმანიას ესტუმრნენ და „ფრანკფურტ სკაილაინერსთან“ 104:94 გაიმარჯვეს.

პირველ ტაიმში მასპინძლები დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში „ტენერიფემ“ ტემპს უმატა, მესამე პერიოდი საოცარი ანგარიშით, 43:23 მოიგო და მოიპოვა უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.

ქართველმა ცენტრმა 14 წუთი ითამაშა, 5 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. კუნძულელების გამარჯვების მთავარი ფაქტორი კაილ გაი გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო (8-დან 5 სამქულიანი).

3 მოგებითა და 1 წაგებით „ტენერიფე“ ჯგუფში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ევროთასზე 29 ოქტომბერს შინ „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართავს, რომელშიც გიგა ჯანელიძე თამაშობს.

მსგავსი