ევროთასი | ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით „ტენერიფემ“ „ტურკ ტელეკომი“ სტუმრად დაამარცხა [ვიდეო]

23:41, 17.11.2026

საკალათბურთო ევროთასზე დრამატული მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები „ტურკ ტელეკომს“ ესტუმრნენ და მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. თუმცა ბოლო პერიოდში მეტოქეს დაეწივნენ – საფინალო სირენამდე 1.4 წამით ადრე ტაბლოზე ოთხი ერთნაირი რიცხვი ენთო – 88:88.

მაშინ, როცა ყველა ოვერტაიმს ელოდა, ტენერიფელებმა ბურთი გვერდიდან შეიტანეს, კაილ გაიმ ტრიალში სამქულიანი სტყორცნა და ჩააგდო – 91:88 შერმადინის გუნდის სასარგებლოდ.

მატჩის ბომბარდირი სწორედ გაი გახდა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო:

13 წუთი, 6 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

„ტენერიფეს“ 8-დან 7 მატჩი აქვს მოგებული და B ჯგუფში პირველ ადგილზეა. ევროთასზე მომდევნო მატჩს 9 დეკემბერს შინ, ლონდონის „ლაიონსთან“ გამართავს.

მსგავსი