ევროთასებზე „ტორპედოს“ მეტოქე „კაირატთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ევროთასებზე „ტორპედოს“ მეტოქე „კაირატთან“ დამარცხდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე, ყაზახური „ორდაბასი“ ეროვნულ ჩემპიონატში ალმატის „კაირატს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.

„კაირატის“ ძირითად შემადგენლობაში არც გიორგი ზარია იყო და არც ლუკა გარდანი. ორივემ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და ჩვენი ინფორმაციით, მოედანს შემდეგ ტურში დაუბრუნდებიან. „ორდაბასში“ კი ლუკა იმნაძემ შეუცვლელად ითამაშა.

„კაირატი“ მე-18 წუთზე ჟორჯინიომ დააწინაურა, მატჩის ბოლოს კი 9 მოთამაშით დარჩა, მაგრამ უპირატესობა შეინარჩუნა.

„კაირატმა“ 15 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა და ლიდერ „სტანას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.