„ევროსპორტის“ კომენტატორი - ბაკურიანი, საქართველო, საოცარი ადგილია, თუ ჯერ არ გაქვთ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში, აუცილებლად უნდა შეიტანოთ
„ევროსპორტის“ კომენტატორი - ბაკურიანი, საქართველო, საოცარი ადგილია, თუ ჯერ არ გაქვთ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში, აუცილებლად უნდა შეიტანოთ

„ევროსპორტის“ კომენტატორი ბრედ ჯეი მაყურებელს ბაკურიანისა და საქართველოს მონახულებას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ბაკურიანი, საქართველო – საოცარი ადგილი, რომელიც თუ ჯერ არ გაქვთ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში, აუცილებლად უნდა შეიტანოთ“, – აღნიშნა წამყვანმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრის კომენტირებისას.

საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.