ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველომ მოახერხა პანდემიის პირობებში არჩევნების ორგანიზება, რაც აჩვენებს, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველომ მოახერხა პანდემიის პირობებში არჩევნების ორგანიზება, რაც აჩვენებს, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ

საქართველომ მოახერხა პანდემიის პირობებში არჩევნების ორგანიზება, რაც აჩვენებს რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ. არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ტინი კოქსმა განაცხადა, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველომ არჩევნების ორგანიზება ამ გარემოებებში მოახერხა, აჩვენებს, რომ დემოკრატიის არ ეშინია.

„მინდა, მადლობა გადავუხადო და დავაფასო ყველა მამაცი ქართველი ამომრჩეველი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნებზე არსებობდა კოვიდის რისკი. ის ფაქტი, რომ თქვენმა ქვეყანამ მოახერხა არჩევნების ორგანიზება ამ გარემოებებში, ეს აჩვენებს იმას, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ. არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი, რომელიც ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს მოქალაქეებზე. ახლა არჩევნების ორგანიზება აჩვენებს, რომ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის პერიოდში არ შეიძლება, გვქონდეს ნაკლები დემოკრატია, პირიქით, ახლა უფრო გვჭირდება მეტი დემოკრატია“, – განაცხადა კოქსმა.

დატოვე კომენტარი