ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ რეზოლუცია მიიღეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ რეზოლუცია მიიღეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ რეზოლუცია მიიღეს.

დოკუმენტს, რომელშიც საუბარია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დისტრიბუციის ეთიკურ, ლეგალურ და პრაქტიკულ მხარეებზე, მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციის მიღების პერიოდში ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის სესიას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია.

კენჭისყრამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო წევრებმა რეზოლუციის ტექსტში რამდენიმე შესწორება დაამტკიცეს და ამ საკითხზე გაიმართა დებატები. დეპუტატებმა  წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, ვაქცინაციის თანაბარი ხელმისაწვდობის უზურნველსაყოფად, ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინიცირებული მექანიზმის, „კოვაქსის“ საშუალებით შეიძინონ.

საქართველოს დელეგაციიდან სესიაზე სიტყვით გამოვიდა უმრავლესობის წევრი დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გადარიცხა თანხა, რათა „კოვაქსის“ საშუალებით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონ-ნახევრი დოზა მიიღოს, ხოლო ამავე მექანიზმით დამატებითი დოზების მიღებას ელოდება, რათა წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლოების 60 პროცენტის აცრილი იყოს.

დებატებამდე სხდომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის გამოსვლას მოუსმინეს.

დატოვე კომენტარი