ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით საგანგებო დებატები გაიმართება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით საგანგებო დებატები გაიმართება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, 22 აპრილს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით გაიმართება საგანგებო დებატები – „2021 წლის იანვარში ალექსეი ნავალნის დაკავება და პატიმრობა“.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ბუნდესტაგის პრესსამსახური ავრცელებს.

დისკუსია გაიმართება ფრანგი დეპუტატის ჟაკ მერის ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც ალექსეი ნავალნის ჯერ კიდევ რუსეთში გამგზავრებამდე შეხვდა.

რუს ოპოზიციონერს ე.წ. ივ როშეს საქმესთან დაკავშირებით, 2.5-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.