ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის თანამდებობას ქალი პირველად დაიკავებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის თანამდებობას ქალი პირველად დაიკავებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივნად დესპინა ჩაცივასილიუ-ცოვილისი აირჩიეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 72-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ის აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეული პირველი ქალია.

დესპინა ჩაცივასილიუ-ცოვილისი უფლებამოსილების შესრულებას 2021 წლის მარტიდან შეუდგება და აღნიშნულ თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.