ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს უკრაინელი პლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს უკრაინელი პლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისგან უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვისა და კიდევ 69 უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოითხოვა. შესაბამისი მოთხოვნა სტრასბურგში დღეს დამტკიცებულ რეზოლუციაშია გაწერილი.

მანამდე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, სახელწოდებით „LetMyPeopleGo”, საპარალამენტო ასამბლეას გადასცა უკრაინის იმ მოქალაქეების სია, რომლებიც რუსეთის ციხეში პოლიტიკური მოტივით ან გაყალბებული ბრალდებით მოხვდნენ.

უკრაინელი პოლიტპატიმრების საკითხზე მომხსენებელი ლიეტუველი დეპუტატი ემანუელის ზინგერისი იყო. მის ანგარიშში, რომელსაც რეზოლუცია ეფუძნება, კინორეჟისორი ოლეგ სენცოვის, აქტივისტ ვლადიმერ ბალუხისა და უკრაინელი ოფიცრის შვილის, პაველ გრიბის საქმეები და მათ დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები იძლევა საშუალებას, რომ ეს პირები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით პოლიტპატიმრებად იყვნენ აღიარებულნი.

როგორც ზინგერისმა თავის გამოსვლაში განაცხადა, მას არ ჰქონდა საშუალება და დრო, დეტალურად გაცნობოდა 70-ვე პატიმრის საქმეს, თუმცა მისივე თქმით, ევროპარლამენტს თავის რეზოლუციაში 70-ივე ეს პირი პოლიტპატიმრად ჰყავს აღიარებული.

საპარალამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს სენცოვის, ბალუხის და გრიბის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. დეპუტატები ასევე შეწუხებულები არიან იმ ფაქტით, რომ რუსეთის ციხეში მყოფი აქტივისტები უკვე დიდი ხანია შიმშილობენ.

დოკუმენტში დეპუტატები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს სენცოვის იძულებითი დაკავებისგან.

დღეს არც უკრაინის ხელისუფლებას და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, თუ რა მდგომაროებაში იმყოფებიან პატიმრები. რეზოლუციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, სენცოვთან და სხვა უკრაინელ პოლიტპატიმრებთან უფლებადამცველები დაუშვან.