ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დღეს, ზამთრის სესიაზე ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.

კვიპროსელი სტელა კირიაკიდესი მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ამთავრებს.

ევროპის სახალხო პარტიის წევრი, სტელა კირიაკიდესი ასამბლეის წევრებმა გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი გადადგა.

სტელა კირიაკიდესი საპარლამენტო ასამბლეის ოცდამეათე პრეზიდენტი იყო, პირველი პრეზიდენტი კვიპროსიდან და მესამე ქალი ამ თანამდებობაზე.

დღეს კირიაკიდესმა კოლეგებს მადლობა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობა მისთვის დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობა იყო. ახალ პრეზიდენტთან ერთად სესიაზე ვიცე-პრეზიდენტებსაც დაამტკიცებენ.