ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველო უმასპინძლებს
ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველო უმასპინძლებს

ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველო უმასპინძლებს, როგოც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პირველ არხს განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მინისტერიალი თბილისში ჩატარდება.

მისივე თქმით, საქართველო თავმჯდომარეობისთვის უკვე მზად არის და პრიორიტეტების დიდი ნაწილიც განსაზღვრული აქვს.

ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელსინკიში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისასაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც მომავალ წელს მინისტერიალის მასპინძლობა, თავმჯდომარეობა საქართველოსთვის დიდი პასუხისმგებლობა და დამატებითი შესაძლებლობაა.

„ვაგრძელებთ მზადებას თავმჯდომარეობისთვის. ნოემბრიდან საქართველო საფრანგეთისგან გადმოიბარებს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობას, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ უკვე მზად ვართ და ვიცით, რა პრიორიტეტებიც იქნება ჩვენი თავმჯდომარეობის დროს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ამ ორგანიზაციის ღირსეული თავმჯდომარე იქნება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.