„ევროპულმა საქართველომ“ ოზურგეთში, სერი-ანასეულის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად კობა ზაქარეიშვილი წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ოზურგეთში, სერი-ანასეულის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად კობა ზაქარეიშვილი წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ შუალედური არჩევნებზე ოზურგეთში, სერი-ანასეულის, ექადიას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობა ზაქარეიშვილი წარადგინა.

კანდიდატი ადგილობრივებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აკაკი ბობოხიძესთან ერთად წარუდგინა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების დროა და ყველა არჩევნები ხელისუფლების მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებისგან პრობლემების შესახებაც მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც მძიმე სოციალურ და ეკონომიკური ფონს, მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ საკითხებს, კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირდება.