„ევროპულმა საქართველომ“ კრიზისის მართვის გეგმა წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ კრიზისის მართვის გეგმა წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ კრიზისის მართვის საკუთარი გეგმა წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერები განმარტავენ, ხელისუფლების მეირ დაანონსებული 3 მილიარდ ნახევრიანი დახმარების პაკეტი საკმარისი არ არის.

„ივანიშვილის მთავრობის მიერ მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკის გადარჩენისათვის, წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა. „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას სთავაზობს გეგმას, რისი მიხედვითაც აუცილებელია დღევანდელი ბიუროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების 1.7 მლრდ-ით შემცირების, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაბრუნების (650 მლნ) და მომავალი 8 თვის მანძილზე ამ შენატანების შეჩერების (325 მლნ), საერთაშორისო დახმარების მიღების გზით (1.1 მლრდ დოლარი), 6 მლრდ ლარის მობილიზება,“ – აცხადებენ პარტიაში.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა განმარტებით, კრიზისი მართვის მათეული გეგმა უსამსახუროდ დარჩენილებისთვის რვა თვის განმავლობაში ხელფასის ან დანაკლისის 50 პროცენტის ანაზღაურებას გულისხმობს, 840 ათასამდე თვითდასაქმებულს კი 400-ლარიან დახმარებას და 120-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს ითვალისწინებს.

„გეგმის თანახმად, მოქალაქეებმა უნდა შეძლონ საპენსიო ფონდში არსებული დანაზოგების დაბრუნება. უტიფარი პასუხი მოვისმინეთ გახარიასგან საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რომელიც ეკუთვნის ყველა ადამიანს, ვისაც მოუწია იძულებით, ან ვინც აირჩია თუნდაც შავი დღისთვის, სიბერისთვის ამ ფონდში გადაერიცხა ხელფასის ნაწილი. ვერც ერთი არგუმენტით ვერ გვიპასუხეს, რატომ არ აძლევენ შანსს ასეთი გაჭირვების დროს, რომ მათი კუთვნილი ფული დაიბრუნონ, ან რატომ არ აჩერებენ ამ გადასახადს, საიდანაც ეს ფული იფლანგება რაღაც ფონდში, რაღაც მომავლისთვის. არანაირი არგუმენტი. მეორეც, გადასახადების არსებითი შემცირების გარეშე არანაირი შანსი არ აქვს მეწარმეს რომ ფეხზე დადგეს, თუნდაც მდგომარეობა რომ გამოსწორდება. ამაზეც არგუმენტი ვერ მოვისმინეთ“, – განცხადა გიგა ბოკერიამ.