„ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ს საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარუდგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ს საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარუდგინა

„ევროპულმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარუდგინა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, სიაში კანდიდატთა თანმიმდევრობა პირობითია და მისი საბოლოო ფორმირება არჩევნების შედეგად შიდაპარტიული კონკურენციით მოხდება.

„ევროპული საქართველო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მთავარი კრიტერიუმი არის ის, რას ფიქრობს ხალხი. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენი სია არის პირობითი. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვევა არჩევნების შედეგები და გაირკვევა, ვის რა შედეგი ექნება შესაბამის ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონეები დაიკავებენ ადგილებს პარლამენტში. სია შედგება 150 კანდიდატისგან. ჩვენს სიაში ყოველი მესამე არის ქალი კანდიდატი. ჩვენ ვართ წინააღმდეგი კვოტირების და არა ქალების. ჩვენი აზრით, პოლიტიკაში უნდა იყოს იმდენი ქალი, რამდენსაც აქვს ამის სურვილი და შესაძლებლობა“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ პირობითი სია ასეთია: დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე , გიგი წერეთელი, ირმა ნადირაშვილი, ბეჟან ბუცხრიკიძე, ზაზა კედელაშვილი, ნინო გოგუაძე, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ბოკერია, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე, ოთარ კახიძე, მარიამ რამინაშვილი, სერგო რატიანი, მალხაზ პატარაია, ელენე ოზაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, ირაკლი კიკნაველიძე, გიორგი კანდელაკი, ირინე აფხაზავა, აკმამედ იმამკულიევი, არსენ კარაპეტიან, ​მიმოზა კოხია.