„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბათუმში თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სია და საერთო ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

წარდგენისას აღინიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ვახტანგ კალოიანი დაიკავებს.

„ჩვენ შევძლებთ, ჩვენი არჩევანი დავიცვათ და არ მივცეთ საშუალება რეჟიმს, რომელიც სახლებში გვეჭრება, კვლავ გააგრძელოს მართვა“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ბათუმის პარალელურად, „ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში დღეს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის კანდიდატები წარადგინა.

დატოვე კომენტარი