ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების სახით 150 მილიონი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების სახით 150 მილიონი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი

ევროპულმა საბჭომ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთვის ფინანსური დახმარების სახით 150 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვეგვერდზეა განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი მილიარდი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარება საერთო ჯამში გაეწევა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე 10 სახელმწიფოს.

ფინანსური დახმარების მიზანია, რომ ქვეყნებმა „კოვიდ-19“-სგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები დაძლიონ. ფინანსური დახმარება მიიმართება დაუყოვნებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად, რათა გაძლიერდეს ქვეყნების მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

თანხები ხელმისაწვდომი იქნება თორმეტი თვის განმავლობაში და გაიცემა ორ ეტაპად. სესხებს ექნებათ მაქსიმალური საშუალო ვადა 15 წლის განმავლობაში. დახმარება ექვემდებარება ურთიერთგაგების მემორანდუმს (MOU), რომელიც შეთანხმდება თითოეულ პარტნიორ ქვეყანასა და კომისიას შორის.

ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილება ევროკავშირის პარლამენტმა და საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ფინანსური დახმარების ინიციატორი ევროკომისია იყო. ინიციატივის მიხედვით, ალბანეთისთვის 180 მილიონი ევროს, ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის 250, იორდანიისთვის 200, კოსოვოსთვის 100, მოლდოვისთვის 100, მონტენეგროსთვის 60, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისთვის 160, ტუნისისთვის 600, უკრაინისთვის კი 1.2 მილიარდი ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული.