„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები წყნეთში მოსახლეობას შეხვდნენ
„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები წყნეთში მოსახლეობას შეხვდნენ

„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები წყნეთში მოსახლეობას შეხვდნენ.

მათ ადგილობრივებს არჩევნების მაჟორიტარული წესის გაუქმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროპორციული სიაზე გადასვლა ქვეყნის მომავლისთვის მიშვნელოვანია. მისი განცხადებით, ისინი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ.

„ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი ძალიან აქტიურად არის ჩართული არჩევნების პროპორციული სიით ცვლილებაზე, ჩვენ პრაქტიკულად მთელს ქვეყანაში ვივლით, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ მნიშვნელობაზე. ეს არ არის პარტიული ინტერესი, ეს არის ისტორიული ამოცანა, რომელიც სჭირდება ქვეყანას, რათა არასდროს ჩავარდეს ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის ხელში და ძალაუფლება დაბალანსებული იყოს. განწყობა არის ძალინ ცალსახა, რომ საზოგადოებას სჭირდება მთავრობა, რომელიც მასზე ზრუნავს, ამიტომ პროპორციული სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა ნინო გუგუაძის განცხადებით, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია ხელმოწერების შეგროვების მიზნით, რათა პროპორციული საარჩევნო სისტემა იყოს.

„დღეს ამოვედით წყნეთში და შევხვდით მოსახლეობას, რომლებსაც ვუხსნით თუ რა მნიშვნელობა აქვს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას და რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი არჩევნების ჩატარება როცა არცერთ ძალას არ ექნება საშუალება მიიღოს უფრო მეტი ხმა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.