„ევროპული საქართველოს“ წევრებს სოფელ დაშტაფაში ორი წლის განმავლობაში ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ
„ევროპული საქართველოს“ წევრებს სოფელ დაშტაფაში ორი წლის განმავლობაში ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ

მარნეულში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მცხოვრებლები არიან,  განაცხადეს, რომ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდნენ.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, წევრები, რომლებმაც პარტია დატოვეს, აცხადებენ, რომ მათ „ევროპულ საქართველოში“ ატყუებდნენ. მათი თქმით, დღემდე ფიქრობდნენ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე პარტიაა. ამის შესახებ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოდან“ პროპორციული სიით მე-12 კანდიდატად დარეგისტრირებულმა გულიევ ნიზამიმ განაცხადა.

წყარო: marneulifm.ge