„ევროპული საქართველო“ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის საკითხზე ირაკლი ბენდელიანთან და გიორგი ბაიდარაშვილთან შეხვედრას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის საკითხზე ირაკლი ბენდელიანთან და გიორგი ბაიდარაშვილთან შეხვედრას ითხოვს

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრები თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს გიორგი ბაიდარაშვილს შეხვედრას ითხოვენ.

როგორც გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის განვითარების ფონდმა უნდა წარმოადგინოს პროექტი, რომლის მიხედვითაც, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას აპირებენ.

,,ჩვენ მოვიწვიეთ თბილისის განვითარების ფონდი ფრაქციის სხდომაზე მომავალი კვირის სამშაბათს. იმედი გვაქვს, რომ მოვლენ და პასუხს გასცემენ ძალიან მძიმე შეკითხვებს რატომ ხდება 50 მილიონი ლარით ერთ პირთან მოლაპარაკებით და ისევ უტენდეროდ საქმიანობის განხორციელება. ვინ არის ის კომპანია, რომელიც შერჩეულია და როგორც ჩანს, უკვე სამუშაოებს იწყებს. როგორია პროექტი ამ ყველაფრის პრეზენტაცია უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის, რადგან ყველას გვახსოვს, რომ გუდიაშვილის მოედანი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე და ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. მერიის უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ ფაცი-ფუცის და სიჩქარის სტილს რა მოაქვს ყველამ კარგად ვნახეთ“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მისი თქმით, წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 62 მილიონი ლარი დაიხარჯება.