„ევროპული საქართველოს“ ვანის რაიონული ორგანიზაცია 10-მა წევრმა დატოვა
პარტია „ევროპული საქართველო“ 10-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ პარტიის ვანის რაიონული ორგანიზაციის ოფისში თავად პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა განაცხადეს.
გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა.
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს.