ოთარ კახიძე  - 2019 წელს აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა დასკვნა, სადაც არაერთი ფაქტია, თუ რა დონის კორუფციაა ქუთაისის მერიაში
ოთარ კახიძე - 2019 წელს აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა დასკვნა, სადაც არაერთი ფაქტია, თუ რა დონის კორუფციაა ქუთაისის მერიაში

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და ქვეყნის გენერალურ პროკურატურას უმოქმედობაში სდებს ბრალს.

ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განუკითხაობა უწოდა მერიაში არსებულ ვითარებას.

„2019 წელს აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა დასკვნა, სადაც არაერთი შემაშფოთებელი ფაქტია იმის შესახებ, თუ რა დონის კორუფციაა ქალაქის მერიაში. დასკვნაში საუბარია, ორ მილიონი ლარის ტენდერზე და დამატებით ტენდერის გარეშე იგივე პროექტისთვის გამოყოფილ მილიონ 800 ათასი ლარზე სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის. დასკვნაში ნათქვამია, რომ მოიპარეს ორი მილიონი ლარი ერთ ხელშეკრულებაში. აღნიშნული აუდიტის დასკვნა გაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში“, – განაცხადა კახიძემ.

კახიძე პროკურატურას მიმართავს, რატომ არ არის დასჯილი არც ერთი პირი და რატომ არ დაუბრუნდა თანხა ქუთაისის ბიუჯეტს.