„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით ერგნეთში აქცია გაიმართა
„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით ერგნეთში აქცია გაიმართა

„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით ერგნეთში აქცია გაიმართა. მშვიდობიან აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა სიმბოლურად ცაში ფრანები გაუშვეს.

„აქ მოსვლის გვინდა კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას და საქართველო არასოდეს შეეგუება უცხო ქვეყნის მიერ მიწის წართმევას. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ქართული საზოგადოება არასოდეს შეეგუება ოკუპაციას. 2000 წელი ისრაელმა და ებრაელმა ხალხმა ატარა იერუსალიმის იდეა. ჩვენ არ დაგვჭირდება ამდენი ხანი ქვეყნის გამთლიანებისთვის. რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს, უნდა იცოდეს მოყვარემაც და მტერმაც, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას. საქართველოს არ სჭირდება ომი, ომი არ არის ჩვენი არჩევანი, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას ქვეყნის გამთლიანებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ეს აქცია სიმბოლურად არის ამ ბრძოლის ნაწილი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.