„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

თარხნიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული აიპები აქტიურად ეწევიან „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატის აგიტაციას.

მისი განცხადებით, „შიდა ქართლის ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბი“ მმართველი გუნდის დავალებით, მხარდამჭერთა პირად მონაცემებს აგროვებს.

„ევროპულ საქართველოს“ კანდიდატის თქმით, გორში მერიის დასუფთავების სამსახურმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიდან მათი საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა.