„ევროპული საქართველოს“ ლიდერები „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტს ესწრებიან
„ევროპული საქართველოს“ ლიდერები „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტს ესწრებიან

ევროპული საქართველოს ლიდერები ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრებიან.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი EPP-ის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავენ.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, შეხვედრაზე  საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

„საუბარი გვექნება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა და ახლა გვჭირდება ისეთი ხელშესახები რამ, რომლისკენაც ქვეყანა გეგმაზომიერად ივლის და ევროკავშირსაც დინამიკის შეფასების შესაძლებლობა ექნება.

ერთ დღეში ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღება, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია. პარალელურად, ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე. ეს გამოწვევებია დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, უთანაბრო საარჩევნო სისტემა, რაც ძირშივე გამორიცხავს ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, პოლიტიკური დევნა.ეს ყველაფერი მოქმედებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

დატოვე კომენტარი