„ევროპული საქართველო“ პარლამენტში თემატური მოკვლევის კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში თემატური მოკვლევის კომისიის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში თემატური მოკვლევის კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირა ნადირაშილმა აღნიშნა, მოკვლევის კომისია შეისწავლის სახელმწიფო სამსახურების აიპებისა და უწყებებში შტატგარეშე მომუშავე თანამშრომლების ხელფასებს.

მისი თქმით, რეგიონში მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საპასუხისმგებლო თანამდებობზე ინიშნებიან, ასევე აიპებში შტატგარეშე თანამშრომლებად პარტიის აქტივისტები არიან გაფორმებული, რომელთა რაოდენობა უცნობია.

„მთელი საქართველოს მაშტაბით რომ ჩატარდეს კვლევა, მივიღებთ მძიმე შედეგებს. შესაბამისად, არ იქნება არც ერთი რაიონი, სადაც ადამიანები აყავთ პროფესიული ნიშნით. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს პრინციპით, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის და ყველა მუნიციპალიტიტეტში, მათ შორის თბილისშიც, კადრების შერჩევა ხდება ნათესავების ოჯახის წევრების, მეგობრების პრინციპით“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.