"ევროპული საქართველო" პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს იბარებს
"ევროპული საქართველო" პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს იბარებს

“ევროპული საქართველო” პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს იბარებს. როგორც ჟურნალისტებს უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ უხეშად შელახა და ამ ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი კითხვებს გაურბის.

“თვეების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრს ველოდებით, რომ პარლამენტში მოვიდეს. ეს ადგილი იმისთვის არსებობს, რომ მთავრობა მოვიდეს და ოპოზიციას პასუხი ფუნდამენტურ გამოწვევებზე გასცეს. სამწუხაროდ, მინისტრისგან პასუხებს ვერ ვიღებთ, როდის მოვა. იქნებ, ვეთანხმებით და რუსეთს ყველა ერთად ვუტევთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.