„ევროპული საქართველო“ მამუკა ბახტაძესა და მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს 
„ევროპული საქართველო“ მამუკა ბახტაძესა და მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს 

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს იბარებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის რეფორმა მიზნად დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა გაუთვლელი და არარეალისტურია, რომლის შედეგად საქართველოში უმუშევრობა გაიზრდება.

„ფინანსთა მინისტრმა დეტალური ანალიზი უნდა წარმოგვიდგინოს, მთავრობის რეფორმა რას ეყრდნობა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, მისი უწყებაში დაბარების მიზანია, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზადების საკითხების გარკვევა და ასევე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო საფრთხეები.