„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს იბარებს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ანგარიში მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე უნდა წარადგინოს.

დეპუტატის თქმით, კობა გვენეტაძე ანგარიშით კომიტეტის ფორმატში უნდა წარდგეს.

„ამ რეგულაციების შედეგი კარგად ჩანს. ათიათასობით ადამიანი დაზარალდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, იპოთეკური სესხის აღებასა და ბინის ყიდვას ვერ ახერხებს. ამ ყველაფრის შედეგად დაზარალდა ბიზნესი, ვხედავთ, შემცირებულ ბრუნვასა და დახურულ მაღაზიებს. უკვე გაიზარდა უმუშევართა დონეც. ამ მავნებლური რეგულაციების შედეგი და ეფექტი სახეზეა. კობა გვენეტაძე უნდა მოვიდეს და ამის პარალელურად უნდა გადაისინჯოს და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა, რითაც მთავრობამ მოქალაქეებს ცხოვრება გაურთულდა. რეგულაციებმა იმ საშუალო ფენას დაარტყა, რომლის სტაბილურობაზეც დგას ქვეყანა”, – განაცხადა ბაქრაძემ.