ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება
ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება

ვენდი მორტონმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის ორი მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა.

ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მომდინარე კონფლიქტის დასრულებას მოხმარდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია მიუღებელია“, – წერს ვენდი მორტონი.

ბრიტანელ მინისტრს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი . მან მადლობა გადაუხადა ვენდი მორტონს რუსული ოკუპაციის დაგმობისთვის.

„უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს პოზიციას: მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“, – წერს ზალკალიანი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი