ევროპული სახელმწიფოები ირანს ბრიტანული ნავთობტანკერის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
ევროპული სახელმწიფოები ირანს ბრიტანული ნავთობტანკერის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ევროპული სახელმწიფოები ირანს ბრიტანული ნავთობტანკერის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო გადაზიდვებში ჩარევა რეგიონში არსებულ ისედაც დაძაბულ ვითარებას ამწვავებს.

რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საფრანგეთიც. ევროპული ქვეყნის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტივობა რეგიონში ვითარების დეესკალაციას უშლის ხელს.

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკეტი 19 ივლისს დააკავა. ოფიციალური თეირანის განმარტებით, გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრები მათ მითითებებს არ დაემორჩილნენ. სწორედ ეს გახდა დაკავების მიზეზი. ამჟამად ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები ბენდერ-აბასის პორტშია. თეირანის განმარტებით, გემი ირანის საპორტო ქალაქში მანამ დარჩება, სანამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.