ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელებმა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

13:54, 24.01.2020

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელებმა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„დღეს მე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, ხელი მოვაწერე ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას. რაღაცები შეიცვლება, მაგრამ ჩვენი მეგობრობა დარჩება. ჩვენ ახალ თავს ვიწყებთ, როგორც პარტნიორები და მოკავშირეები“, – დაწერა „ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

აღნიშნულ საკითხს ევროკომისიის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და მე ხელი მოვაწერეთ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას. ამის შემდეგ იხსნება გზა, ევროკავშირის პარლამენტის მიერ მისი რატიფიკაციისთვის“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე, ბრექსიტის შეთანხმებას ევროპარლამენტის საკონსტიტუციო საქმეთა კომიტეტმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი. ევროკავშირის პარლამენტი დოკუმენტზე კენჭისყრას სავარაუდოდ, 29 იანვარს გამართავს.

მსგავსი