ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. ვიზიტი კიშინიოვში დაიწყება, სადაც შარლ მიშელი პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება. შემდეგ კი საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

როგორც ევროპული საბჭოს​ პრესრელიზშია აღნიშნული, შარლ მიშელი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჯერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი კიევს ეწვევა და ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობებზე იმსჯელებენ.

შარლ მიშელი ასევე გეგმავს შეხვედრას კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.