ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. შარლ მიშელი ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

სოფელ ხურვალეთში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

ამასთან, შარლ მიშელი ხურვალეთის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

შეგახსენებთ, ​ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელმა დღეს პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. დღესვე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.