ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ – ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად

18:18, 29.09.2020

ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ უცვლელი რჩება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტს ბრიუსელში. ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად  ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ. უცვლელი რჩება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, – აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მსგავსი