ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ევროპამ უნდა გაითავისოს გაკვეთილები ამ პანდემიისგან, მომავალში უფრო კოორდინირებული უნდა გახდეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ევროპამ უნდა გაითავისოს გაკვეთილები ამ პანდემიისგან, მომავალში უფრო კოორდინირებული უნდა გახდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპამ აუცილებლად უნდა გაითავისოს გაკვეთილები ამ პანდემიისგან, მომავალში უფრო მომზადებული და კოორდინირებული უნდა გახდეს.

„ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ უფრო გამძლე მმართველობის სისტემა, სოლიდარობის და ერთიანობის პრინციპების, ევროკავშირის გულში თავისუფლების და კანონის უზენაესობის ფუნდამენტული ღირებულებების გათვალისწინებით“ – განაცხადა შარლ მიშელმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი როგორც გლობალური აქტორი პასუხისმგებელია გლობალური საპასუხო რეაქციის ჩამოყალიბებაზე კორონავირუსის წინააღმდეგ და გაერთიანება ვალდებულია, დაეხმაროს თავის პარტნიორებს, უშუალო მეზობლებს ისევე როგორც, პარტნიორ აფრიკის ქვეყნებს.