ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ბრიუსელში, დონალდ ტუსკისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ივლისში შედგება. დონალდ ტუსკი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვდა.