სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს. პრეზიდენტმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.