ევროპული  საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსის მთავრობამ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსის მთავრობამ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ბელარუსის მთავრობამ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას.

მისივე თქმით, დემოსნტრანტების წინააღდეგ ძალადობა მიუღებელია.

ამის შესახებ შარლ მიშელმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა არ არის პასუხი. სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ადამიანის ძირითადი უფლებები უნდა იყოს დაცული“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს დემონსტრაციები და  პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. აქციაზე  ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.