ევროპული საბჭო ბელარუსის საკითხზე 19 აგვისტოს საგანგებო სხდომას გამართავს
ევროპული საბჭო ბელარუსის საკითხზე 19 აგვისტოს საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
„ბელარუს ხალხს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს ლიდერი. ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია და არ შეიძლება, დავუშვათ“, – წერს შარლ მიშელი.
ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები და გაფიცვები დაიწყო. ევროკავშირმა არ ცნო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.
I will call a meeting of the members of the European Council this Wednesday 12h00 to discuss the situation in #Belarus
The people of Belarus have the right to decide on their future and freely elect their leader
Violence against protesters is unacceptable and cannot be allowed
— Charles Michel (@eucopresident) August 17, 2020