ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობს დისკუსიაში – „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მონაწილეობს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში – „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“.
მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო. სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.