ევროპული პერსპექტივისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტი - საქართველომ არ უნდა უყუროს მხოლოდ ევროპას, მნიშვნელოვანია, იპოვოთ დემოკრატიის შენების საკუთარი გზა
ევროპული პერსპექტივისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტი - საქართველომ არ უნდა უყუროს მხოლოდ ევროპას, მნიშვნელოვანია, იპოვოთ დემოკრატიის შენების საკუთარი გზა

საქართველომ არ უნდა უყუროს მხოლოდ ევროპას, მნიშვნელოვანია, იპოვოთ დემოკრატიის შენების საკუთარი გზა, არა მხოლოდ ევროპულ სისტემაზე ფოკუსირებითა და შედარებით, – ამის შესახებ ევროპული პერსპექტივისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ემანუელ დუპუიმ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ემანუელ დუპუიმ აღნიშნა, ნორმალური დემოკრატიაა, როდესაც ყველა პარტია ამბობს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ყოველი არჩევნებიდან რაღაცა ისწავლება და აქ არჩევნებზე დასაკვირვებლად მეოთხედ ჩამოსვლისას, ვხედავ გარკვეულ გამოცდილებას, არჩევნების ჩატარების გარკვეული გზები გათვალისწინებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. ჩვენ ვართ განსაკუთრებულ პირობებში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გათვალისწინებით, რომელიც რეაგირებას საჭიროებას. თუმცა ცესკო-ში ბოლო შეხვედრის შემდეგ, ვხედავ, საარჩევნო კოდექსის რეფორმაში სულ უფრო მეტი საკითხია დაზუსტებული, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ხმის მიცემა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა რაც წავიკითხე, იქიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო გამოცდილებაა გათვალისწინებულია. საქართველომ არ უნდა უყუროს მხოლოდ ევროპას. ახლა თქვენს საზღვრებთან კონფლიქტი მიმდინარეობს და თქვენ უპირველეს ყოვლისა რეგიონულ სპეციფიკაზე უნდა იფიქროთ და არა მხოლოდ ევროკავშირის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ იპოვოთ დემოკრატიის შენების საკუთარი გზა, არა მხოლოდ ევროპულ სისტემაზე ფოკუსირებითა და შედარებით“, – განაცხადა ემანუელ დუპუიმ.

მისივე თქმით, დემოკრატია არის ადგილობრივი ქცევა, სოციალური და ისტორიულ-კულტურილი საკითხების გათვალისწინება.

„ერთი სისტემა ვერ შეცვლის განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობას. არ არსებობს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი სტანდარტი გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებების. როგორც მკვლევარი ვფიქრობ, შეუძლებელია აიღო დემოკრატია ერთი ადგილიდან და ხელოვნურად გადაიტანო ის სხვაგან. თქვენ ხართ ახალგაზრდა დემოკრატია და თქვენი შედარება ძველ დემოკრატიებთან არასწორი იქნებოდა. ვერ უგულვებელყოფ გეოგრაფიას. თქვენ ცხოვრობთ ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც არის ახლოს როგორც ევროპასთან ისე აზიასთან“, – განაცხადა ემანუელ დუპუიმ.