„ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი - ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში
ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში, – „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი იერჟი პომანიოვსკი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) თანხა გამოყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას გირაოსთვის.
„ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში. იმედი მაქვს, ეს გზას გაუხსნის უფრო ფართო რეფორმებს“, – წერს იერჟი პომანიოვსკი „ტვიტერში“.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.