„ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ ევროპარლამენტში ქართველი ახალგაზრდა დიპლომატებისთვის მაღალი დონის შეხვედრებსა და გამოფენას გამართავს
„ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ ევროპარლამენტში ქართველი ახალგაზრდა დიპლომატებისთვის მაღალი დონის შეხვედრებსა და გამოფენას გამართავს

28-30 მარტს ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ ევროპარლამენტში ქართველი ახალგაზრდა დიპლომატებისთვის მაღალი დონის შეხვედრებსა და გამოფენას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, 28 მარტს ევროპის პარლამენტში გაიმართება გამოფენა, რომლიც მიეძღვნება უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ღონისძიებას დაესწრებიან ევროპარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები.

დელეგაცია ასევე შეხვდება ევროკომისარ მარია გაბრიელს, რომელთანაც გაიმართება დისკუსია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველი დიპლომატები ასევე შეხვდებიან ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის წევრებსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქმედებების სამსახურის (EEAS)წარმომადგენლებს.

პროგრამის ხელმძღვანელის, თეონა ლავრელაშვილის განცხადებით, შეხვედრებსა და ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვითარებაში, როდესაც საქართველომ გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. მისი თქმით, საჭიროა, გაძლიერდეს სახალხო ურთიერთობები ევროკავშირის ინსტიტუციებში და განვითარდეს ცოდნა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებზე.