ევროპულ თამაშებზე კარატისტმა გოგიტა არქანიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ევროპულ თამაშებზე კარატისტმა გოგიტა არქანიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე კარატისტმა გოგიტა არქანიამ (კუმიტე +84 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

არქანია ნახევარფინალში თურქ ფათიჰ სენთან დამარცხდა, მანამდე კი ბოსნიელ, აზერბაიჯანელ და ესპანელ მეტოქეებს მოუგო. აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ეს ქართველების მეორე მედალია – დღეს პოლონეთში ვერცხლის მედალი ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მოიპოვა.