ევროპულ საბჭოში შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

13:17, 25.04.2023

ევროპულ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს.

ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის წევრების განცხადებით, საუბრის მთავარი თემებია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველო წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სწორედ ამ შეხვედრებზე ქართული მხარე გაახმოვანებს გზავნილებს, თუ რა რეფორმები ხორციელდება და სამომავლოდ რა არის დაგეგმილი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

მსგავსი