ევროპულ ბაზარზე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს
ევროპულ ბაზარზე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს

ევროპულ ბაზარზე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს. ამის შესახებ რუსული კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შექმნა ყველა საჭირო შესაძლებლობები გაზსადენის ასამოქმედებლად: წარმოების შესაძლებლობები იამალში და გაზის გადამცემი შესაძლებლობები ჩრდილოეთ გაზის გადამცემ დერეფანში.

მილერის განცხადებით, რუსული გაზის ექსპორტი იზრდება არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც.

„ახლა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდის წინ, ჩვენ ვამბობთ, რომ ვაწვდით ჩინეთს უფრო მეტ გაზს, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური საკონტრაქტო ვალდებულებებია“, – განაცხადა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირი გერმანიაში უნდა ჩაიტანოს. პროექტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ გაზსადენის ამოქმედება რუსეთის ენერგიაზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.