ევროპისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
ევროპისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში ხვალ ევროპისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67) იჭიდავებს, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუს არტემ სურკოვს შეხვდება.

დამამშვიდებლის ფინალშია ანუ პირდაპირ ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ ჩემპიონატის დებიუტანტები: დავით ჩხარტიშვილი (60) და იური ლომაძე (72).

დღეს გამართული შეხვედრების შემდეგ მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგეს ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (82) და კუკური კირცხალიამ (97).

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ნუგზარ წურწუმია (55) და იაკობ ქაჯაია კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.

დატოვე კომენტარი