ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა ვიზიტით, სადაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, იგეგმება უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხის განხილვა და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს დონბასის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების მნიშვნელობას, მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებების შესრულებით.

რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, კარენ დონფრიდი ბრიუსელში გაემგზავრება ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების თაობაზე დისკუსიების გასამართად.